პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის ორი მცდელობა დაფიქსირდა - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გიორგი ტუღშმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ რამდენიმე პატიმარს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კადრებში ისინი ჩანდნენ და ამან გამოიწია თვითმკვლელობის მცდელობა.
"ჩვენ ამ ადამიანებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ, მაგრამ ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებისგან, რათა ეს საფრთხეს უქმნის როგორც პატიმრებს, ასევე იმ მიზნების აღსრულებას, რომელიც სამინისტრომ დაისახა", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მისი თქმით, თუ მედიასაშუალებები მსგავს კადრებს კდიევ მოიპოვებენ, მათ შეუძლიათ ანონიმურად გადასცენ პროკურატურას, ან სასჯელაღსრულების სამინისტროს. ა
მასთან, მინისტრის თქმით, გარდა გავრცელებული კადრებისა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ მუშაობის შედეგად გამოავლინა უფრო მძიმე ფაქტები, ვიდრე ეს კადრებში ჩანს. როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პირზე, რომლებიც პატიმართა წამებაში მონაწილეობდა ინფორმაცია გადაეგზავნება პროკურატურას და დაიწყება მათი სისხლისსამართლებრივი დევნა.
მასალის გამოყენების პირობები