საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს პოლონეთის სეიმის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი დააკვირდება. როგორც პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დეპუტატმა, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მალგოჟატა გოშიევკსამ განაცხადა, ჯგუფი 16 წევრისაგან შედგება. ის საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოვიდა, ხოლო დანარჩენი 15 წევრი შაბათს ჩამოვა.
როგორც მალგოჟატა გოშიევსკამ აღნიშნა, 2012 წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და საქართველო აირჩევს იმ 150 დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში იმუშავებენ 4 წლის განმავლობაში.
"საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, პოლონეთის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება, სეიმის სადამკვირვებლო მისიის დაფუძნების შესახებ. მისია მთლიანად დაფინანსდება სეიმის მიერ", - განაცხადა მალგოჟატა
გოშიევკსამ.
მისიის წარმომადგენლები შემაჯამებელ პრესკონფერენციას 2 ოქტომბერს, 13:00 საათზე გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები