Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/15e52d77a2d2b906ddea7ce828bab0fa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პენიტენციურ სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილმა გაეროს 67-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა
გაეროს 67-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. „პირველივე შემთხვევა, რაზეც ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ არის ის, რომ გავათავისუფლეთ ორი მინისტრი. ეს ცუდი მაგალითი იყო იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც საქართველოს კარგად ყოფნა არ უნდათ და ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს ეს ნაწილი სწორი მიმართულებით განვითარდება „–განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, თავისუფალ საზოგადოებას ყოველთვის აქვს პრობლემები, რადგან მთავრობის მოვალეობაა იყოს გახსნილი. "მონტესკიე წერდა - ქვეყანაში თუ ყველა მთავრობას და ერთმანეთს ეთანხმება, ეს ქვეყანა აღარ არის, ის არის უკვე სასაფლაო. პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა დემოკრატიის გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ციხეში სასტიკი მოპყრობის კადრები გამოჩნდა. ჩვენი პასუხისმგებლობა ნათელი იყო და ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი. გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა გაეკეთებინა - დავადგინეთ პასუხისმგებელი პირები და დავაპატიმრეთ ისინი. ორი მინისტრი გადადგა და ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავნიშნეთ საპატიმროებისა და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსი. ასე მუშაობს და ვითარდება დემოკრატია. ის გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ჩემს მთავრობას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. არ არსებობს სისტემა ხარვეზების გარეშე. თავისუფალი საზოგადოების აშენება და შენარჩუნება არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ მყოფი მოვლენა. ეს რისკი ნამდვილად შესაბამისია და ის უნდა გავწიოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, დღეს ბევრი ადამიანი გამოთქვამს ეჭვს, რომ გათავისუფლების სიხარულის კადრები დამსხვრეული ოცნებებით შეიცვალა და თურმე მსოფლიო უკეთესი იყო, როცა ნაკლები ადამიანი იყო თავისუფალი. "მე მოვედი, რომ საპირისპირო რამ მოგახსენოთ და თავისუფალ საზოგადოებას მივმართო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.