Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/saakashvili11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/saakashvili11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/saakashvili11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/saakashvili11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე ისაუბრა
აშშ-ში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა რომ საქართველოათვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება ძალინ მალე მოხდება. "ჩვენ ახლა ვართ ევროპასთან თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შემოღების წკიპზე. ამას ხელი უახლოეს თვეებში მოეწერება. ამის შემდეგ ჩვენს მოქალაქებს შეეძლება ვიზის გარეშე შევიდეს ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ასევე ვაწერთ ხელს ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირთან გვექნება თავისუფალი ვაჭრობა - ყველა ჩვენი ფერმერი თავის პროდუქციას ევროპულ ბაზარზე "ბაჟის" გარეშე გაიტანს, ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით და ასიათასობით ახალი სამუშოა ადგილი შეიქმნება. თუმცა, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, ვისაც აშშ-ში ვხვდებით, დღესავით ნათელია, რომ თუ საქართველოს კურსი შეიცვალა ან მას პრობლემები შეექმნება, ამ ყველაფერს ქარი წაიღებს", - აღნიშნა სააკაშვილმა ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ქვეყნის პირველამ პირმა ასევესაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს ხვდება, რომელთა მოსყიდვის მცდელობაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ რუსეთს აქვს ან შეიძლება ჰქონდეს. "მე შევხვდი და მივესალმე საფრანგეთის პრეზიდენტს და ევროკავშირის პრეზიდენტს. ახლა ვხვდები სხვა კონტინენტების წარმომადგენლებს, რადგან რუსეთის ფედერაცია ძალიან ცუდად აფათურებს ხელს, რომ მიაღწიოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას. სპეციალურად ამისთვისაა აქ ჩამოსული ლავროვი და ისტერიულად დარბის აქეთ-იქით, რომ კიდევ რომელიმე კუნძული ან სახელმწიფო მოისყიდოს. ახლა ვხვდები ასეთი სახელმწიფოს წარმომადგენლებს. სხვათა შორის, ამ მხრივ ჩვენმა დიპლომატიამ ძალიან წამრატებულად იმუშავა და რუსეთს გეგმები ჩავუშალეთ", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-ორკში გაერო-ს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესიას ესწრება. ის გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. სესიას ორგანიზაციის წევრი 116 ქვეყნის სახელმწიფოს პირველი პირები და საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომის დღის წესრიგში 150-ზე მეტი თემაა, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, ბირთვულ საფრთხეებსა და მათ თავიდან აცილებას დაეთმო. მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებას ეპყრობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.