ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან არ მოსწონს.
შეკითხვაზე, მოგწონთ თუ არა საქართველოს ახლანდელი ურთიერთობა რუსეთთან, კატეგორიას "არ მომწონს", რესპონდენტთა 73 პროცენტი ირჩევს. გამოკითხულთა 17 პროცენტს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან მოსწონს, დანარჩენთაგან კი ნაწილმა შეკითხვაზე პასუხი არ იცის, ნაწილი კი მასზე პასუხისგან თავს იკავებს.
გამოკითხულთა უმეტესობის – 42 პროცენტის შეფასებით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 15 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, 6%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს გზით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო
მასალის გამოყენების პირობები