პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს
საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეზობელ სახელმწიფოში გამგზავრებამდე განუცხადა. მისივე განმარტებით, თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. "დღეს მივემგზავრები თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე მსურს განვაცხადო, რომ თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 80-მდე ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი წარმომადგენელი დაესწრება. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. თურქეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის ჩანქაის სასახლეში შედგება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.