2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეზღუდული შესაძლებოლბების მქონე პირთა ჩართულობის მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 12 პორტატული პანდუსის დამზადება უზრუნველყო.
„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ საწარმოში პანდუსების გადაცემას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ცესკოს წარმომადგენელები დაესწრებიან.
პანდუსები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე გადანაწილდება. პროექტის - „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე პანდუსები კოალიციამ ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ დაამზადა.
პროექტი
„ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“-ს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები