Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/bidzina-ivanishvili-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებასა და არჩევნებში ხმის მიცემაზე უარს ამბობს
საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ განცხადებით "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებასა და ხვალინდელ არჩევნებში ხმის მიცემაზე უარს ამბობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მხოლოდ მეუღლეს გაჰყვება. "ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობას და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების გამოყენებას, მაგრამ ის თავის მეუღლეს წაჯყვება ხმის მისაცემად, რომელიც სოლოლაკის ოლქშია რეგისტრირებული", - განმარტა ფანჯიკიძემ. საქართველოს კონსტიტუციის 104-წ მუხლის მე-4 პრიმა პუნქტში 2012 წლის 22 მაისს შესული ცვლილებების მიხედვით, "2014 წლის 1-ელ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებულნი არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა". "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე ოფიციალური განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე დღეში ჩამოართვეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულს ივანიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებით ხსნის და განმარტავს, რომ "საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას". თავად ბიძინა ივანიშვილი კი აღნიშნულს პოლიტიკური მოტივით ხსნის და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას უკანონოდ მიიჩნევს. სწორედ ამ მიზეზით კოალიციის ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი პოზიცია თავიდანვე დააფიქსირა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.