შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავე პირები დაისჯებიან.
„გამოძიება დაწყებულა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და წინასწარ კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა არაუპრიანი იქნება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დამნაშავები პირი ყველა აუცილებლად დაისჯება“,-განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მესტიის პოლიციის უფროსის და მისი მოადგილი მხრიდან ცემის ფაქტზე ორმა პოლიციელმა განცხადება გუშინ გააკეთა. მოგვიანებით მათ მომხდარი უარყვეს და განაცხადებს რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები