Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/US_Embassy_Seal.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს "ქართული ოცნების" მიერ დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ აფრთხილებს
აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს თბილისში "ქართული ოცნების" მიერ დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ აფრთხილებს. როგორც საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, "თავისუფლების მოედანზე" დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, ასობით ათას ადამიანს შეადგენდეს. საელჩოს ცნობით, ამ ეტაპზე სხვა პოლიტიკურ კოალიციას აქციების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, გამორიცხული არ არის, ეს არჩევნების შედეგების გაცხადების შემდეგ მოხდეს. "აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია მძიმე საცობები. საელჩო მოელის, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი დემონსტრაციები თბილისსა და მთელ საქართველოში გაგრძელდება. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დემონსტრაციათაგან რომელიმე ანტიამერიკული ან აშშ-ის საელჩოს საწინააღმდეგო იქნება. ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მშვიდობიანი იყოს, შესაძლოა გახდეს ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი. თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ყველაფერს, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. იყავით ფხიზლად, ყურადღება მიაქციეთ გარემოს და იმას, რას გადმოსცემს ადგილობრივი მედია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ის საელჩოში განუმარტეს, ასეთი შეტყობინებები პერიოდულად ამერიკის მოქალაქეების გასაფრთხილებლად ვრცელდება. მათივე ინფორმაციით, განცხადებები შეიცავს რჩევას მოქალაქეებისადმი, თავი მოარიდონ ისეთ ადგილებს, სადაც დაგეგმილია თუნდაც მშვიდობიანი აქციები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.