აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება
მკვლელობა აბაშიძის ქუჩის N50-თან წუხელ მოხდა. მოკლულია ლაშა მახარაძე. არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.
მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მახარაძეც და მკვლელიც პატიმრობიდან ამნისტიით იყვნენ გათავისუფლებული.
მასალის გამოყენების პირობები