#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 105 საარჩევნო უბნის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 52866– მა ადამიანმა მიიღო. მიღებული შედეგების მიხედვით მმართველი პარტია და მისი მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობენ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 33714 ხმა აქვს, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი–ქართულ ოცნებას“– 18067 ხმა, „გიორგი თარგამაძე–ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“– 1442 ხმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი როლანდ ახალაია 31283 ხმით ლიდერობს. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“– მაჟორიტარ კანდიდატს ირაკლი ალასანიას– 19905 –მა ადამიანმა მისცა ხმა. „ქრისტიან დემოკრატების“ კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ კი 1678 ხმა დააგროვა.
#67 ოლქში არ დათვლილა 6 საარჩევნო უბნის შედეგები. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ 31–ე, 35–ე, 45–ე, 85–ე, 89–ე და მე–100–ე უბანზე არსებული გარკვეული ხარვეზებს გამო შედეები ჯერ ვერ იქნება შეჯამებული.
მასალის გამოყენების პირობები