ცენტრალური საარჩევნო კომისიის 09:00 საათის პირველადი მონაცემებით, საარჩევნო ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებში 52,77%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს", რომელსაც ამომრჩეველთა 42,08 %-მა დაუჭირა მხარი.
დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 2, 23 %, "ახალი მემარჯვენეები" – 0,45 %, "შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 1,36 %.
ცესკოს მონაცემებით, დათვლილია 522 უბნის შედეგი, რაც ამომრჩეველთა 15,35%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები