Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/get_img-1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის (ვიდეო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადადის,- ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა. "საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ". ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში ხელს შევუწყობ იმას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა, მოხდეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, ახალი მთვარობის დაკომპლექტება. თქვნთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო ამ კოალიციის შეხედულებები და არის. ჩვენ შორის არის ძალიან ღრმა განსხვავებები, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი შეხედულებები არის უკიდურესად მცდარი, მაგრამ დემოკრატია მუშაობს ისე, რომ ხალხი უმრავლესობით იღებს გადაწყვტილებას და ამას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცემთ ძალაინ დიდ პატივს", - განაცხადა სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა - "ამავე დროს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადადის ოპოზიციაში". მისივე თქმით, ბოლო რვა წლის მონაპოვარი "ვარდების რევოლუციის" არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, ასევე ამ მონაპოვარმა აქცია საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნად. "მე ღრმად ვარ დარმწუნებული, საბოლოო ჯამში, როგორი საფრთხეებიც არ უნდა შეექმნას ამ მონაპოვრებს, უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში, მისი მოსპობა არის შეუძლებელი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც ოპოზიციური ძალა, იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის, იმისთვის, რაც შეიქმნა კორუფციის, დანაშუალთა ბრძოლის კუთხით. "რა თქმა უნდა, მე პატივისცემას გამოვხატავ არჩევნებში მონაწილე უმარვლესობის გადაწყვეტილების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მე ვეუბნები მადლობას იმ დიდი რაოდენობის ამომრჩევლებს, რომლებმაც გამოთქვეს მხარდაჭერა ჩვენი კურსის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრესს, საქართველოს განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მაინც გავაგრძლებთ ბრძოლას ამ რწმენით, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღის გამოწვევა",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.