კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არავითარი პოლიტიკურ დევნა იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებაში იყვნენ და გააჩნდათ მათგან განსხავავებული პოზიცია, კოალიციის მხრიდან არ ექნება.
"გარდა იმ შემთხვევებისა, ვისაც აქვს სამართალდარღვევა - სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება. ძალიან ბევრი მოქალაქეა დაზარალებული. თუ გნებავთ გამწარებული. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მივცემთ საშუალებას, რომ სამართალი მოიძებნოს ამ ქვეყანაში", - განაცხადა ივანიშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმედი აქვს საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, რომელიც მას უკანონოდ ჩამოერთვა.
"თუ არა, ამის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ არსებობს კონსტიტუციური ჩანაწერი და მე შემიძლია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე მაინც ამირჩიონ პრემიერ-მინისტრად. პარლამენტი ირჩევს პრემიერს, ჩვენ იქ უმრავლესობა გვეყოლება და ამის პრობლემა არ არსებობს", - დასძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები