Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/bidzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
"ვერც ერთ მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდი წევრი, მათ შორის-მერაბიშვილი" -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ოფისში გამართულ პრეკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. "საშინელებები ხდება ციხეებში და ჩვენ ეს კადრები ვნახეთ", - განაცხადა მან. "მინდა ვთხოვო დღევანდელ ხელისუფლებას - რადგან ჩვენ ჯერ არა გვაქვს არავითარი კანონიერი უფლება - დღეიდანვე, ყველაზე გვიან ხვალიდანვე, ციხის ყველა მოსამსახურე, ვინც ამ ძალადობებში მონაწილეობდა, სასწრაფოდ გამოიყვანონ ციხეებიდან, პირველივე პატრულით ჩაანაცვლონ." ივანიშვილის განცხადებით, ესენი არ არიან ჯანმრთელი ხალხი, ესენი არიან ავადმყოფები. "თუ შესაძლებელია, ჩაანაცვლონ დღესვე - არაფერი მოხდება, არავინ აბუნტდება, არაფერი დაინგრევა, არაფერი გაფუჭდება. საშინელ დღეში არიან დღეს პატიმრები. იქნებ როგორმე სასწრაფოდ მათ მიეცეთ საშველი", - განაცხადა ივანისვილმა. ივანიშვილა ასევე ისაუბრა მინისტრებისა და მათი მოადგილეების მომავალზე და აღნიშნა რომ ვერც ერთი მინისტრი ვერ შეინარჩუნებს თანამდებობას, მისი თქმით, მინისტრის მოადგილეების საკითხიც გასარკვევია. "ვერც ერთ მინისტრი ვერ გახდება ჩვენი გუნდი წევრი, მათ შორის - მერაბიშვილი", - განაცხადა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” ლიდერი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივებსაც შეეხო. იგი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზას სწორ დიპლომატიაში ხედავს. "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, საქართველოს სტრატეგია არ იცვლება და კვლავ რჩება იმ გზაზე, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანი და პირადად მისი დამოკიდებულებაა. ივანიშვილის თქმით, მომავალი მთავრობის სწრაფვა იქნება ევროპა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატო, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს დიდი სურვილი და ვალდებულება, რომ საქართველომ თავის ყველაზე დიდ მეზობელთან რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. "გვესმის წინააღმდეგობები და მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არ იქნება ადვილი, თუმცა არც შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებით ძალიან გააღიზიანა და გააღრმავა სააკაშვილმა. მესმის, რომ გეოპოლიტიკურად ეს რუსეთისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ არ ვთვლი, რომ არის პრინციპული საკითხი. სწორი დიპლომატიით და ანალიზით, სწორი დროით შეიძლება რუსეთის დარწმუნება, რომ ეს არ იქნება მისთვის საფრთხე",- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ლიდერმა ამ მიმართულებით მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა. მისი თქმით, ერთ დროს რუსეთისთვის პრინციპული საკითხი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ში არ შესულიყვნენ, თუმცა მათ ეს მოახერხეს და რუსეთთანაც დაალაგეს ურთიერთობა და საქართველოც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მოახერხოს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.