ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბარამიძემ დამარცხება აღიარა და კონკურენტს, "ქართული ოცნების" წარმოამდგენელს მურმან დუმბაძეს გამარჯვება მიულოცა.
"მინდა მივულოცო ჩემს კონკურენტებს ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვეს ჩვენი ხალხის უმრავლესობის ხმების მოპოვებით. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ხალხს და მათ არჩევანს. დღეიდან ვართ ოპოზიციაში და ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას იმ მიზნებისა და იდეების განსახორციელებლად, რაც გვქონდა,"- აღნიშნა ბარამიძემ.
ბარამიძემ განმარტა, რომ არჩევნების შედეგზე "გავლენა იქონია იმ ცილისმწამებლურმა და ბინძურმა კამპანიამ, რომელიც იქნა ნაწარმოები ჩვენს წინააღმდეგ. პირდაპირ ვთქვათ, შემონახული ქონდათ არჩევნებისთვის ის მასალები, პირდაპირ ვთქვათ საზარელი სურათები რომელიც ნახა ჩვენმა საზოგადოებამ".
მასალის გამოყენების პირობები