ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში წარმატებას ულოცავს.
ამის შესახებ ნორლანდმა დღეს სასტუმრო "ქორთიართ მარიოტში" ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბელის, ევროპარლამენტისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბელის მიერ ერთობლივად გამართული პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"აშშ ელის მჭიდრო თანამშრომლობას ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტთან, რომელიც საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ იქნება დაკომპლექტებული. იმედი მაქვს, ახალი პარლამენტის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდება ამერიკისა და საქართველოს ისედაც ღრმა და მჭიდრო ურთიერთობები. ჩვენ ვულოცავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის ხელმძღვანელლობით ქვეყანამ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ასევე მინდა, მივულოცო ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში წარმატება. აშშ-ს იმედი აქვს, რომ ორივე მხარე კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებს", - განაცხადა ნორლანდმა.
მასალის გამოყენების პირობები