ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში“ მთელ საქართველოს მიულოცა არჩენებში გამარჯვება. “ეს იყო ის არჩევნები, რომელმაც მოუტანა ჩვენს ხალხს თავისუფლება საკუთარ თავში. ჩევენ დავიჯერეთ რომ შეგვიძლია ჩვენს ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი”–განაცხადა მან.
ირაკლი ალასანიმ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს , რომლებიც მისივე თქმით უთანასწორო წინასაარჩევნო კანპანიის პერიოდში გვერდში ედგნენ მათ. “მე დღეს ვარ ამაყი რომ
ქართველი ვარ და, რომ ასე წარსდგა საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე”–აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ალასანია ასევე გამოეხმაურა როლანდ ახალაის განცხადებას და აღნიშრა რომ ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები, გამყალბებლები და მეგის ქარდავა, რომელიც მართავდა იმ ზონდერ ჯგუფებს, რომლებიც დილიდან ღამემდე მოსახლეობას აშინებდნენ,
მისი თქმით, სამეგრელოში 10 000-ზე მეტი გაყალბებული ბიულეტენია და 111 უბნიდან 40-ში ოქმში აღრიცხული ბიულეტენების რაოდენობა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას არ ემთხვევა, რაც ალასანიას შეფასებით, ნიშნავს, რომ ე.წ. "სომხური კარუსელი დატრიალდა. მისივე თქმით, არსებობს ვიდეომასალა, სადაც ტოტალური გაყალბება არის დაფიქსირებული.
"დაფიქსირებული გაყალბებები სამართლებრივად გაფორმდება, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ ზუგდიდში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ე.წ. სომხური კარუსელითა და ძალოვანების თავგასულობით შედგა არჩევნები სამეგრელოში . მე დავპირდი ამომრჩეველს, რომ არც ერთ ხმას როლანდ ახალაიასა და მის ბანდას არ მოვაპარინებდი და მე ამ დაპირებას შევასრულებ! ჩვენ დავპირდით "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გადავიყვანდით უმცირესობაში და ახლა "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაშია",-განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გაძარცვა თბილისი პოლიტიკური ფუნქციებისგან, ხოლო ზუგდიდი სამეგრელოს ცენტრის ფუნქიებისგან გაძარცვა, როდესაც სამეგრელოს გვირგვინად ლაზიკა გამოაცხადა.
პოლიტიკური ცვლილებები საჯარო მოხელეებს, გარდა მინისტრებისა და მათი მოადგილეებისა, არ შეეხებათ და ისინი დეპოლიტიზებულები იქნებიან. ხოლო საქართვლოს პრეზიდენტთან კოალიცია ”ქართული ოცნება” საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ითანამშრომლებს.
ალასანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ომის ვითარება რუსეთთან.
"საქართველო არ უნდა იქცეს განხეთქილებისა და პრობლემის კერად დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ უნდა იყოს შეთანხმების საგანი" -
აღნიშნა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები