პრეზიდენტმა ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე შეიწყალა, თუმცა თავად დემეტრაძეს პრეზიდენტისთვის შეწყალებისთვის არ მიუმართავს. გიორგი დემეტრაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და წაყენებულ ბრალს არ ეთანხმებოდა.
გიორგი დემეტრაძე ქურდული სამყაროსთან კავშირისა და წევრობისთვის 2010 წელს დააკავეს. სასამართლომ ფეხბურთელს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა. საქმე დროისთვის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.
მასალის გამოყენების პირობები