ირაკლი ალასანიამ საკუთარ ფეისბუკზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა რადიო ათინათი ირაკლი ალასანიას მიმართვას უცლელად გთავაზობთ.
"1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ზუგდიდმა მხარი დაუჭირა, თავისუფლებას, სამართლიანობას და რეალურ ცვლილებებს. დამარცხება აღიარა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ახალაიების კლანი არ ეგუება დამარცხებას და უტიფრად არ აღიარებს მარცხს. ახალაიების კლანმა ზუგდიდში უხეშად გააყალბა არჩევნები და ცდილობდა ჩვენი მომხრეების გამოწვევით ჩაეშალა საარჩევნო პროცესი. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად „ქართული ოცნების“ მხრდამჭერები და აქტივისტები მაქსიმალურად განვარიდე საარჩევნო უბნებს. როლანდ ახალაიამ ამას „კარუსელებით“ და გაუგონარი ფალსიფიკაციით უპასუხა.
ჩვენ მომხრეებს დღესაც ემუქრებიან და თავს ესხმიან. ამ დანაშაულის ჩამდენი და დამკვეთი ყველა პირი პასუხს აგაებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ზუგდიდში პოლიტიკური კრიმინალი აუცილებლად დასრულდება. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საქართველოს, რომ ნაციონალური მოძრაობა უმცირესობაში იქნებოდა. ეს დაპირება შესრულებიულია. მე დავპირდი ზუგდიდს, რომ ახლაების კლანს დავასრულებდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ.
ხვალ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია ჩვენს სარჩელს განიხილავს. წარდგენილი მასალა სრულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
15.00 საათზე ვიკრიბებით საოლქო საარჩევნო კომისიასთან, რათა კიდევ ერხელ დავნახოთ ყველას, რომ ზუგდიდი ირჩევს თავისუფლებას, სამართლიანობას და ზუგდიდი უარს ეუბნება ახალაიების მოძალადე კლანს" - ნათქვამია განცხადებაში.
ამ წუთებში 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 6 უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს, შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით საოლქოში საჩივარი კოალიცია"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა შეიტანეს, შედეგების გადათვლა საოლქოში 4 საათზე დაიწყო და და ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით ხვალ 15 საათზე 67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთაბნ საპროტესტო აქციას გამართავენ და ამ ფორმით პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
მასალის გამოყენების პირობები