პოლიტიკა
ევროკავშირის ახალი სანქციები
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებში, რომელიც დღეს 12 სექტემბერს გამოქვეყნდება, 20 საფინანსო, თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანია და 24 პირი მოხვდა, მათ შორის რუსი მაღალჩინოსნები და ოლიგარქები. "ცენზორ.ნეტ" ამის შესახებ ევროკავშირში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამ ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება და დაებლოკებათ აქტივები, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გააჩნიათ. "ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის - დონბასის ე.წ. ახალი ხელმძღვანელობა, ყირიმის სამთავრობო ჩინოვნიკები, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ოლიგარქები", - აცხადებს სააგენტოს წყარო. გამოცემის ინფორმაციით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, შემოღებული იქნება აკრძალვა ნავთობმოპოვების სფეროში მომსახურებაზე და საზღვაო შელფის დაზვერვაზე. აკრძალვა გაიზრდება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება. ამ მხრივ თანამშრომლობა აიკრძალება რუსეთის 9 კომპანიასთან. ამგვარად, ახალი სანქციების ძალაში შესვლის შედეგად, მთლიანობაში, აკრძალვა შეეხება 23 კომპანიასა და 119 პირს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.