სამართალდამცავებმა ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე დააკავეს.გიორგი აბაშიძე გვიან ღამით ბათუმის პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დააკავა.
"გიორგი გვიან ღამით ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავებიდან ნახევარ საათში შევხვდი მას. გიორგი აბაშიძე აპროტესტებს დაკავებას და აცხადებს, რომ მისი აყვანა გამიზნული იყო", - აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.
მისივე ინფორმაციით, აბაშიძის მტკიცებით, დაკავების დროს სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშობას და მისი აყვანა არაკორექტული ფორმით მოხდა.
"მას ასევე არ განუმარტეს არანაირი უფლებები", - აღნიშნავს აბაშიძის ადვოკატი.
რამინ პაპიძის ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე ბათუმში სამი დღის წინ ჩავიდა.
მასალის გამოყენების პირობები