ინტერპრესნიუსის ცნობით ქინძმარაულის ქუჩაზე გუშინ ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბოსანი ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიას დაესხა თავს. თავდამსხმელებმა თანამშრომლები იარაღის მუქარით იატაკზე დააწვინეს და კომპანიიდან 40 000 ლარი გაიტაცეს. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები