იმ აჟიოტაჟში, რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულ თანამშრომლობას მოჰყვა, არ ვფიქრობ, რომ მთავრობას წვლილი მიუძღვის , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს "ქართული ოცნებიდან" არავინ აურჩევია იმისთვის, რომ "იკეკლუცონ "ნაციონალურ მოძრაობასთან".
ეს აჟიოტაჟი თუ ვინმეს აინტერესებს და აწყობს, არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ მე მჯერა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე მისი გარემოცვა ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენ "ქართული ოცნების" წევრები და მათ შორის პრეზიდენტი დავრჩეთ იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აგვირჩია და დაგვნიშნა თანამდებობებზე ქართველმა ხალხმა. ქართველ ხალხს "ქართული ოცნებიდან" არავინ აურჩევია იმისათვის, რომ ვიკეკლუცოთ "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები