Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/saerTaSoriso_5176.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/saerTaSoriso_5176.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/saerTaSoriso_5176.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/saerTaSoriso_5176.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტზე განცხადება ვრცელდება
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. რადიო “ათინათი” განცახდებას უცვლელად გთავაზობთ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურიტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, მედით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აშკარაა, რომ ქვეყნის მასშტაბით ადგილი აქვს სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან პოლიტიკური პარტიების აქტივისტების შეკრებას, რომლებიც ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან. კონკრეტულად, უბნების გაბათილებისა და გადათვლის მოთხოვნებით აქციები იმართება მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიის სამომავლო პიკეტირების თაობაზე. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ადგილი ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის ფაქტს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის წითელი ლოგო პარტიის აქტივისის მიერ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან იქნა ასოცირებული. მიგვაჩნია, რომ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების შედეგების დათვლა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირება, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ საკუთარ აქტივისტებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებთან შეკრებებისგან, რადგანაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავები მხოლოდ სამართლებრივი გზით უნდა წარიმართოს. მოვუწოდებთ, ყველა მხარეს, დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. ვფიქრობთ, ორივე მხარის ადექვატური რეაგირების პირობებში შესაძლებელია საოლქო კომისიებთან სიტუაციის განმუხტვა, მითუმეტეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში დაფიქსირებული მძიმე დარღვევების საფუძველზე გარკვეული უბნების შედეგები გააუქმოს, რაც სიღნაღის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ქმედებებისგან თავის შეკავება პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დამატებითი გაღიზიანების საფუძველი შეიძლება გახდეს. ასევე, ვთხოვთ დაინტერესებულ მხარეებს, საარჩევნო პროცედურები დარღვევის კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ შესაბამისი მასალები, რათა ერთობლივად მოვახდინოთ ეფექტური და დროული რეაგირება. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად და მიუკერძოებლად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია როგორც კენჭისყრის დღის, ასევე, მისი შემდგომი პერიოდის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.