საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით მოქმედი ხელისუფლებისა და არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პირველ შეხვედრას დღეს, 13.00 საათზე გამართავენ, - ამის შესახებ, "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკური პარტიის" პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი განმარტებით, შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართება და კოალიციის მხრიდან მას ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრებიან.
მოქმედი ხელისუფლების მხრიდან "ქართულ ოცნებასთან" დიალოგის წარმოების ჯგუფში დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი შედიან.
მასალის გამოყენების პირობები