მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის პირველი შეფასება უკვე გაკეთდა. ორივე მხარე აცხადებს, რომ ეს იყო მშვიდი, კონსტრუქციული დიალოგის ფორმით წარნართული შეხვედრა, რომელზეც ორივე მხარემ გამოთქვა მოსაზრება როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები საქართველოში. საუბარი ასევე შეეხებოდა სამთავრობო გადაბარების და პირველი საპარლამენტო სხომის დანიშვნის საკითხს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ის მოვლენები, რომლები ც დღეს საქართველოში მიმდინარეობს არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული და დადებითი იყო. გამოჩნდა, რომ ორივე მხარეს ნათლად აქვს გაცნობირებული საკუთარი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე. “ასეთი მიდგომით დარწმუნებული ვარ ქვეყანაში ყველაფერი წავა ნორმალურად და არჩევნების შედეგების პატივისცემა გარანტირებული იქნება”.–განაცხადა დავით ბაქრაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წარმომადგენლის გიგა ბოკერიას განცხადებით შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესთან, ტრანზიციის, ახლი მთავრობის ჩამოყალიბებისა და არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად. "ჩვენ შევეხეთ იმ პრობლემებსაც, რომელიც არჩევნეშსი შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვდრებს რათა ყველაფერი დასრულდეს კონსტიტუციის ფარგლებში დროულად, მშვიდობინად და ისე რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი პრეცენდენტი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში.” –განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც კოალიცია ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შენდეგ აღნიშნა სანთავრობო ტრანზაციაზე კონსულტაციები უკვე დაიწყო და სავარაუდოდ ორშაბათიდან კონკრეტულ სტრუქტურებში დაიწყება ტრანზიციები.
“ჩვენ გვქონდა ასევე საუბარი იმ საკითხზე, რომ დღეს საქართველოსი ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პროცესი, ყველა პრობლემა გადაწყდება სამართლებრივი გზით. უწყებებში და სამინისტროებში ორშაბათიდან დაიწყება მუშაობა რათა სამთავრობო გადაბარების პროცესი იყოს სწრაფი და უმტკივნეულო.”–განაცხადა ალასანიამ.
შეგახსნებთ რომ შეხვედრა 13.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 45 წუთი
გაგრძელდა. დღევანდელ შეხვედრას კოალიციის მხრიდან ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების მხრიდან - დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი.
მომავალი შეხვედრა 8 ოქტომბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები