კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობიდან უმრავლესობა უკვე დაასახელა. ახალ მთავრობაში მინისტრის პოსტები ასე გადანაწილდება:
შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი);
იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი;
სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე (ამავე დროს მეორე ვიცე-პრემიერი).
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია;
ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე.
დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილი წარადგინა.
პირველი მოადგილის პოსტზე კანდიდატი მანანა კობახიძეა. მოადგილეები კი- ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე არიან.
ივანიშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი-ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი- ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი-გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი-ნოდარ ხადური; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი-გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი-ვიქტრო დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი- ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი- ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი-ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი- თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი-ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი-დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი-ლერი ხაბელოვი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი-დიმიტრი ხუნდაძე.
მასალის გამოყენების პირობები