საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ვახტანგ ხმალაძეს მოიაზრებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას განაცხადა. "პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მე ამ პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მივიჩნევ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ კოალიცია "ქართული ოცნებიდან" საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, მონაწილეობა ირაკლი ალასანიას მიეღო, ივანიშვილის განმარტებით ალასანიას გაცილებით საინტერესო თანამდებობა აქვს.
აქვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა ხვალ შეხვდეს.
მასალის გამოყენების პირობები