ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ რადიო «Голос России»-თვის გუშინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვა: ყველა სკეპტიკურად უყურებს თუ არა ხელისუფლებაში „ ქართული ოცნების“ მოსვლას? მართლა არსებობს თუ არა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე შეიცვლება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში?
ი.ხინთბა: ვერ ვიტყოდი , რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მიმართ განსაკუთრებული ინტერესია, საერთო სიტუაციის, რეგიონის უსაფრთხოების, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებისა და მისი საბოლოოდ გადაჭრის თვალსაზრისით. ეს გარკვეულ როლს თამაშობს რა თქმა უნდა, თუმცა ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ახალი მთავრობა ჯერ ყალიბდება და ხელისუფლების გადაცემის პროცესი არ დასრულებულა. არანაირი კონკრეტული წინადადებები, არანაირი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი სიგნალები ჩვენ ჯერ არ გვინახავს და არც მიგვიღია.
კითხვა: გასაგებია, რომ მიზეზი მარტივია - ხელისუფლების გადაცემა ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ რა სიგნალების მიღებას ისურვებდა აფხაზეთი ?
ი.ხინთბა: სააკაშვილის რეჟიმმა სახელი გაითქვა იმით, რომ ჩიხში მოიმწყვდია თავი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებით. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს როგორც დამოუკიდბელი, სუვერენული სახელმწიფოები და დღეს, ნებისმიერი მოლაპარაკება საქართველოსთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აფხაზეთს მოლაპარაკებების მხარედ სცნობენ. ნებისმიერი ასეთი მოლაპარაკების მიზანია - უზრუნველყოს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პირობები. პრინციპში, თუ თბილისი ასეთი მოლაპარაკებების მზაობას გამოავლენს, ჩვენ ასევე მზად ვიქნებით ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით.
კითხვა: ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხში შეთანხმების მიღწევა, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილი უარს არ აბობს თავის პოლიტიკაში ამერიკულ ვექტორზე, და მეტიც, მხარს უჭერს მას? და მაინც, შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკება ? შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველომ ადრე თუ გვიან აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა?
ი.ხინთბა : ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ საქართველოს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოავლენს აუცილებელ პრაგმატიზმს და გაითვალისწინებს არსებულ რეალობას, ეს პირველ რიგში საქართველოს მოუტანს სარგებლობას. აფხაზეთის აღიარებით, და ამ გზით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაჭრით , სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში იგივეს განხორციელებით, საქართველო თავისუფლდება სერიოზული პოლიტიკური ტვირთისგან, რომელიც ხელს უშლის მას, როგორც ევროინტეგრაციის, ნატოში ინტეგრაციის პროცესებში, ასევე შიდა პრობლემების მოგვარებაში.
მე ვფიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილის ზოგიერთ მრჩეველს დღეს კარგად ესმის, რომ შეუძლებელია იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ იქნა შემუშავებული და რეალიზებული: აფხაზეთის იზოლაცია, მოლაპარაკებებზე მისი მხარედ არ აღიარება , ისეთი აირლიყების მიწებება, როგორიცაა "ოკუპირებული ტერიტორიები", ქვეყანაში მიმდინარე, როგორც შიდა, ისე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობის რუსეთისათვის გადაბრალება. ვფიქრობ ახალი ქართული ელიტა ნელ-ნელა ჩამოცილდება ქართული პოლიტიკის ამ ნეგატიურ შემადგენლებს.
apsnypress
მასალის გამოყენების პირობები