BBC-ის მოსკოვის ბიუროს გადამღებ ჯგუფს ასტრახანში თავს დაესხნენ. BBC-ის ჟურნალისტები ასტრახანში უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მოკვლის შესახებ სიუჟეტს ამზადებდნენ. მათ უცნობი პირები თავს დაესხნენ კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"კაფედან გამოსვლისას, ვიდრე მანქანასთან მივიდოდით, სამი ადამიანი თავს დაგვესხა. მათ ჩვენ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, წაგვართვეს კამერა, რომელიც იქვე გაანადგურეს და მანქანით გაიქცნენ. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს ოპერატორს", - წერს ჟურნალისტი სტივენ როსენბერგი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით ჟურნალისტთა ჯგუფი თავდასხმის შემდეგ ოთხი საათის განმავლობაში ადგილობრივ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. უკან დაბრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ტექნიკა სრულად განადგურებული, კამერებიდან კი მასალები წაშლილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები