მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება.
შეხვედრა გაფართოებული შემადგენლიბით შედგება, მას ქართული ოცნების მხრიდან ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი დაესწრებიან. ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, პავლე კუბლაშვილის და დავით ბაქრაძის შემადგენლობით წარსდგება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ დროისთვის ჟურნალისტები და ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, შეხვედრაზე მხოლოდ ფოტო და ვიდეო გადაღებები დაიშვება.
მასალის გამოყენების პირობები