Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/420478_479073602123026_662495193_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/420478_479073602123026_662495193_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/420478_479073602123026_662495193_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/420478_479073602123026_662495193_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა დასრულდა
ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში რამდენიემ წუთის წინ სასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ლიდრებმა განცხადებები გააკეთეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ახალი მთავრობის წარმომადგენლები ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოექცევიან: “მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცენდენტი საქართველოში პირველად ხელისუფლების შეცვლისა და ეს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირესეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და გაგრძელებაც . ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და კულტურა. ეს გახლდათ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი პრიორიტეტია, გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და საქართველო აუცილებლად მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა, კარგია რომ სააკაშვილმა არჩევნების ბოლოს გააკეთა განცხადება, რომელიც მე შევუქე. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ვართ კულტურული ერი. ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენ ჩვენს ოპონენტებს, ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით.” მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, რომ დრო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი თავისებურად შეაფასებს. “მე მინდა ყველას გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული პროცესი, პირველად ამ რეგიონში პოსტ–საბჭოთა სივრცის ამ ნაწილში, ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიულ ფარგლებში გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი, ქართველი ერის არჩევანს ჩვენ ვცემთ პატივს, ქართველი ხალხი არის ის უზენაესი, მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენს შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალინ ბევრ ეროვნულ საკითხზე, მაგრამ ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე, როგროც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი უზრუნველვყოფ რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების სრული დაცვით, მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნებით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია მივაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩვენები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში გაძლიერდეს და საშუალება იქნეს ყოველთვის მისი განვითარების და ქართველ ხალხს შეექმნას უკეთესი პერსპექტივები. მე როგროც პრეზიდენტი და ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული, ეს იყო ყოველთვის რაც მამოძრავებდა, ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, წლებში და მომავალ ჩემს ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ამიტომ მე ვფიქრობ ის რაც მოხდა ამას ქართველი ხალხი თავისებურად შეაფასებს, ყველაფერს უნდა დრო, რომ ბევრი რამე დაინახო და გაანალიზო. მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი მომავალზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა და აზრთა სხვადასხვაობისა პრაკტიკულად უმეტეს საკითხებზე, ჩვენ მოვახერხეთ და ვახერხებთ სამართლებრივად, კონსტიტუციურად სწორ ჩარჩოებში წარმართვას. ეს არის მთავარი რასაც ყველამ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ, ამიტომ მინდა ჩემს ხალხს ვუსურვო წარმატება, მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავალის განსაკუთრებული ნაწილი ვიყოთ, როგორც მოქალაქეები და როგორც პოლიტიკოსები.”
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.