საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაკმაყოფილებულია საქართველოს მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. ამავე განკარგულების საფუძველზე, მასვე დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალი მოწვევის პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში წარედგინება", - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები