კოლიცია “ქართული ოცნების” მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ზუგდიდის #67 ოლქში არჩევენბის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
როგორც რადიო “ათინათს” საოლქო კომისიის წევრმა, საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ემზარ კაკულიამ განუცხადა სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები იმისთვის რომ მოსამართლეს ოლქში არჩევნების შედეგები ბათილად ეცნო. სასამართლოზე იყო მოწმე, რომელმაც ბრალი დასდო #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯომარის მოადგილეს, რომ მისი დავალებით 2008 წელს არჩევნების გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას–განაცხადა ემზარ კაკულიამ.
“მიუხედავად ყველაფრისა სამართლიანი შედეგი არ დადგა, ალბათ მოსამართლეები ჯერ კიდევ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას ყოფილი ხელისუფლების წინაშე”– აღნიშა ემზარ კაკულიამ.
მისივე თქმით ამ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ბოლო ინსტანციაა და სასამართლოზე მიღებული განაჩენი არ საჩივრდება.
მასალის გამოყენების პირობები