თბილისის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ოთხმა დეპუტატმა დატოვა.
როგორც "ინტერპრენიუსისთვის" გახდა ცნობილი, ამჯერად ნაცმოძრაობის რიგებიდან წავიდნენ გიორგი ნემსაძე და მერაბ რაფავა. 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კი, "ნაცმოძრაობას" მიხეილ ქავთარაძე და ირაკლი შიხიაშვილი გაემიჯნენ.
საკრებულოს ეს ოთხი წევრი ახლა ცალკე ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სწორედ ამ თემას ეძღვნება საკრებულოში დღეს 11:00 საათისთვის დაგეგმილი ბრიფინგი.
ამასთან, სააგენტოს წყაროს ცნობით, საკრებულოს უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები მხარდაჭერას ქართულ ოცნებას უცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები