Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/a15036.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
გაგარინის მოედანზე ლომბარდის დაყაჩაღებისთვის ორი პიროვნება იძებნება
დღეს, გამთენიისას, თბილისში, გაგარინის მოედანზე მდენარე ლომბარდი დააყაჩაღეს. წაღებულის ოქროს ნაკეთობი და ფული. გატაცებული თანხისა და ოქროულის საერთო ღირებულება ჯერჯერობით დაუდგენელია. საინფორმაციო საგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით სამართალდამცავები გაგარინის #10-ში მდებარე ლომბარდის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილ ორ პირს ეძებს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ლომბარდის ოპერატორმა დიანა ქარელიძემ განაცხადა, ლომბარდის დაყაჩაღება გამთენისას, 04:00 საათზე მოხდა. ქარელიძის განცხადებით ლომბარდში ორი პიროვნება შევიდა და მოლარე ოპერატორის ლომბარდში ლეპტოპის ჩაბარება სთხოვა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება. "ვინაიდან ჩვენ ლომბარდს დიდი სარკმელი არ აქვს, ამიტომ მოლარე ოპერატორმა მათ სთხოვა ქვედა მაგიდაზე დაედოთ ლეპტოპი, თვითონ გარეთ გასულიყვნენ, რათა ოპერატორი გამოსულიყო ოთახიდან და შეემოწმებინა და შეეფასებინა ლეპტოპი. თუმცა როგორც კი გამოვიდა ოპერატორი ოთახიდან, ორმა პირმა წიხლით შეანგრია კარი და ოპერატორს ყელზე ცივი იარაღი დაადო და სეიფის გახსნა მოსთხოვა. ამის შემდეგ დამნაშავეებმა სეიფში არსებული ფული და ოქროულობა აიღეს და გაურკვეველი მისამართით გაიქცნენ", - განაცხადა დიანა ქარელიძემ. მისივე ინფორმაციით, ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია, შეამოწმეს ლომბარდის ტერიტორია და აიღეს თითის ანაბეჭდები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ჯერჯერობით ეჭვიტანილები დაკავებულები არ არიან. ლომბარდი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.