მოსკოვში აღნიშნავენ, რომ არის ნიშნები იმისა, რომ თბილისი დაფიქრდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე, განაცხადა რუსეთის საგერეო უწყების წარმომადგენელმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ ჩქარობს ისაუბროს იმაზე, რომ მზადაა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტებისათვის. " ასეთ განცხადებას ნაადრევად მივიჩნევდი. ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ქართველი პარტნიორების ჭეშმარიტი განზრახვები. ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავმჯდომარის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები