საკრებულოში „ნაციონალი“ დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან. დეპუტატებმა თბილისიის საკრებულოს შენობაში ბრიფინგი გამართეს.
„გუშინ თბილისის საკრებულოსი შეიქმნა ახალი პარტია სახელწოდებით „თავისუფლება“, რომელიც აერთიანებს საკრებულოს თანამოაზრე დეპუტატებს, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს პიროვნების თავისუფლება და მისი ღირსება. ვემიჯნებით ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც მისმა მმართველმა გუნდმა დისკრიდიტირებულ და ამორალურ ორგანიზაციად გადააქცია. ნაცმოზრაობის თვასაჩინო ლიდერი, ქალაქის მერი გიგი უგულავა თვლის, რომ ჩვენ ვართ მოღალატენი, მინდა მივმართო მას რომ ჩვენი არჩევნი, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია უპირისპირდება საკუთარ მოსახლეობას და სისასტიკის ტერორით ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი ნება, როცა არჩევნას აკეთებ საკუთარ პარტიასა და ქართველ ხალხს შორის, რათქმაუნდა ჩვენი არჩევანი ყოველთვის
ქართველების მხარეს იქნება. ასევე მინდა ერთი რჩევა მივცე გიგი უგულავას, როცა საკუთარი პარტიის წინაშე ჩვენ ამორალურად მოგვიხსენიებს იქნებ რუსთავი ორისა და იმედის ტელევიზიების გარდა სხვა ტელეარხებსაც შეავლოს თვალი, რათა სწორი წარმოდგენა შეექმნას მორალზე. „ნაც-მოძრაობაში“ უმარავი ღირესეული ადამიანია, მმართველი გუნდისგან განსხვავებით და საკრებულოსი დაწყებული „ნაციონალური მოძრაობის“ შეუქცევადი რღვევა. ჩვენ მზად ვართ მუდამ კარი გვქონდეს ღია მათთვის. ამ გაერთიენბით წერილი დაესმება მის განუსაზღვრელ ძალაუფლებას, რომელიც ფასდებოდა მატერიალური სიკეთეების დემოსტრირებით და, მონაწილეობდა ამ შემზარავი სისასტიკის დანერგვაში რომლის წინააღმდეგაც ხმა აიმაღლა ქალაქ თბილისის მოსახლეობამ, მთელს ქართველ ერთან ერთად და არჩევნების გზით ისტორიის სანაგვეს გაატანა მათი ხელისუფლება.“
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი ნემსაძე ,მერაბ რაფავა მიხეილ ქავთარაძე და ირაკლი შიხიაშვილი გაემიჯნენ.
მასალის გამოყენების პირობები