შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძისა და მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა.
ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. "მოხარული ვარ, რომ შეხვედრა სხვა ადგილას შედგა, რადგან სამინისტროში გარკვეული იერარქია არსებობს და ახალი მინისტრისგან ეს ქმედება მივიღე როგორც პატივისცემის ჟესტი.”-განაცხადა ზღულაძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო სამინისტროს სტრუქტურას, ასევე ბიუჯეტსა და დეტალურად იქნა განხილული შს სამინისტროს ყველა დეპარტამენტის საქმიანობა.
"სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ახალი მინისტრი გააგრძელებს უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა ეკა ზღულაძემ.
როგორც ზღულაძემ აღნიშნა, სამინისტროს მინისტრობის კანდიდატისთვის გადაბარების პროცესი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, თუმცა პირისპირ შეხვედრა მინისტრებს შორის პირველად მოხდა და საბოლოო გადაბარებამდე, მხარეებს მუდმივი კონტაქტი ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები