კოალიცია "ქართული ოცნებისგან" ახალი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე შეთავაზება მამუკა ნიკოლაიშვილმა მიიღო, - ეს ინფორმაცია მამუკა ნიკოლაიშვილმა ტელეკომპანია "პირველ კავკასიურთან" სატელეფონო საუბარში დაადასტურა.
ტელეკომპანიისვე ცნობით, ამჟამად მამუკა ნიკოლაიშვილი პარიზში იმყოფება, სადაც ალტერნატიული ენერგიის საკითხებზე მუშაობს.
მამუკა ნიკოლაიშვილს აღნიშნული პოსტი 2003 წელსაც ეკავა და მაშინ მან ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დავით მირცხულავა შეცვალა.
რაც შეეხება თბილისში მის ჩამოსვლას და კონსულტაციებზე დასწრებას, როგორც მან განაცხადა, ის ჩამოსვლას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ საელჩოსთან, კერძოდ, პასპორტის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს.
ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები