მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, ხვალ, სამშაბათს დაასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს ყველა საკითხზე, თუმცა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი განცხადებას, სავარაუდოდ, სამშაბათს გააკეთებს.
"ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას ყველა საკითხზე. რაც შეეხება საკადრო თემებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ალბათ სამშაბათს გააკეთებს განცხადებას და ამ დროს გახდება ცნობილი ყველა ის კანდიდატი, რომლის შესახებაც განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ მსჯელობა სამშაბათამდე კვლავ გაგრძელდება.
ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები