Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე “მარიოტში” მსჯელობენ
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესებზე და სამომავლო პერსპექტივებზე სასტუმტო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციაზე მომხსენებლების სტატუსით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, “ქართული ოცნებიდან” დავით უსუფაშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ბარამიძე ესწრებიან.შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან აშშ–სა და შვეიცარიის ელჩები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თავმჯდომარე ფილიპ დიმიტროვი. როგორც ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა საპარლამენტო არჩევნები საქართევლოსთვის დიდი გამოცდა იყო, რომელიც მან თითქმის წარმატებით ჩააბარა. “ეს შეხვედრა არის კიდევ ერთი შესაძლებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რათა მოუსმინონ პარტიებსის წარმომადგენლებს და დაუსვან შეკითვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგეგმება მომავალში. ეს არის აზრთა გაცვლა, რომელიც ძალიან სასარგებლოა.”–აღნიშნა დიმიტროვმა დავით უსუფაშვილმა ჭეშნარიტად მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები დემოკრატიად თვლიდნენ იმას რასაც თვითონ ჩადიოდნენ. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ მრავალპარტიულ და მრავალხმიან პარლამენტს და ამ განსხვავებას ხალხი ძალინ მალე იგრძნობს. მან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა იმ საფრთხეზე, რომელიც ორივე პარტიას ემუქრება. "არჩევნების შემდეგ გარკვეული საფრთხეები არსებობს ორივე პოლიტიკური ძალის მიმართ. მაგალითად, გამარჯვებულ ძალას ემუქრება საფრთხე, მოისხას მორალისტი ინკვიზიტორის მანტია, რადგან ძალიან ბევრი ქონებაა მოპარული და ამის გამო შესაძლოა, თვალი რევანშისკენ გაგვექცეს. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავუშვათ. ფაქტია ისიც, რომ თუ ახალმა ხელისუფლებამ ძველ დანაშაულებზე რეაგირება არ მოახდინა, გამოდის, რომ ის საზოგადოებამ ტყუილად აირჩია. თუმცა, კონკრეტული დარღვევები ჩვენი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს და ეს საკითხები დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა განიხილოს. ამავე დროს, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა მიეცეს საშუალება, მოისხას წამებული დემოკრატის მანტია. არც ამის დაშვება იქნება სწორი, რადგან წლების განმავლობაში პოლიტიკური პროცესი, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, იყო უკიდურესად მძიმე და არც იმ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ, არ შეიძლება, ეწოდოს ტესტის ჩაბარება ხელისუფლების მხრიდან"–აღნიშნაუსუფაშვილმა ხოლო გია ბარამიძის განცხადებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქტიური და კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება. და ისინი დღესაც როგროც ყოველთვსი დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ, როგროც ევროკავშირს, ასევე არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობასაც. "შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით არა, მაგრამ საქართველო 2 ოქტომბერს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყნად გარდაიქმნა იმ განცხადებით, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა და იმ პროცესით, რაც ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. “ეროვნული პლატფორმის” წევრის ქეთი ციხელაშვილის განცხადებით ისინი მსჯელობენ, თუ როგორ ჩამოყალიბდება საბოლოოდ ურთიერთობები მთავრობის გადაბარების შემდეგ პარლამენტის სივრცეში,მისივე თქმით ამას ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ როგრო წარიმართება სამომავლო დემოკრატიული რეფორმები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.