პოლიტიკა
ევროსაბჭომ უკრაინის კრიზისზე რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო, სადაც წერია, რომ რუსეთმა უკრაინაში რეგულარული არმია შეიყვანა. დოკუმენტში ყირიმის უკანონო ანექსიაზეც არის საუბარი. ევროპის საბჭო რუსეთს მოუწოდებს შეცვალოს გადაწყვეტილება და დააბრუნოს ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკავშირის ლიდერებიც და გავრცელებულ განცხადებაში მხარეებს მოუწოდებენ კრიზისის გადაჭრისთვის მინსკის შეთანხმების შესრულება განაგრძონ.

შეერთებული შტატები კი უკრაინის ხელისუფლებას ურჩევს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გამოიძიოს დონეცკის მახლობლად აღმოჩენილი მასობრივი სამარხი. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა განაცხადა. გუშინ დონეცკში მორიგი იერიშის დროს ჭურვი წითელი ჯვრის ადგილობრივ ოფისს მოხვდა, რის შედეგადაც ორგანიზაციის შვეიცარიელი თანამშრომელი გარდაიცვალა. მთავრობა მომხდარში პრორუსულ ძალებს ადანაშაულებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.