"კავკასუს ონლაინი" სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველი ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პირველ ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცველი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, "კავკასუს ონლაინის", ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსენული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრიმინალური პოლიციის შესვლა "კავკასუს ონლაინში" კომპანიის სერვერებიდან ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები