ფინანსთა მინისტრობის კანდიდათი ნოდარ ხადური საშემოსავლო გადასახადებში დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღებას გეგმავს.ანასთან მისი განცახდებიტ ამ ეტაპზე გადასახადების შემცირება არ იგეგმება.
ნოდარ ხადური ბიუჯეთის გამჭვირვალობსი ხარსიხით უკამყოფილოა და ამ კუთხით მუშაობას გეგმავას.
"ჩვენი მთავარი ამოცანა ბიუჯეტის გამჭვირვალობა იქნება. თანხების არამიზნობრივად ხარჯვა, რაც აქამდე ხდებოდა, აღარ უნდა გაგრძელდეს და საბიუჯეტო პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს”
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა აზარტულ თამაშებზეც.
“კანონმდებლობა რა თქმა უნდა, გადაიხედება, მათ შორის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც. ასევე იგეგმება საკადრო ცვლილებები ტოპ-მენეჯმენტში, თუმცა ის, ვინც პროფესიონალია, თავის თანამდებობას შეინარჩუნებს. გადასახადების შემცირება დაიწყება მას შემდეგ, როგორც კი ქვეყანას ეს შესაძლებლობა გაუჩნდება, თუმცა ჯერ მხოლოდ ვგეგმავთ საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღებას. რაც შეეხება განაკვეთების საკითხს, ეს კარგად უნდა იქნას შესწავლილი და გადაწყვეტილებები ამის შემდეგ უნდა მივიღოთ", - განაცხადა ხადურმა.
ამასთან, ადასტურებს ინფორმაცია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პროგრამაში 230-ლარიანი პენსიის დაპირება არსებობდა.
"ჩემი დაწერილია ეს პროგრამა და არსად არ ყოფილა 230 ლარი. ჩვენ ვთქვით, რომ პენსია უნდა შეესაბამებოდეს საარსებო მინიმუმს და საარსებო მინიმუმის საკითხიც გადასახედია, თუმცა რომ გაიზრდება პენსია მნიშვნელოვნად, ეს ფაქტია", - განაცხადა ხადურმა.
მინისტრობის კანდიდატმა ყუადღება სახელმწიფოს ვალებზეც გაამახვილა მან იმ საგარეო ვალის შესახებ ისაუბრა, რომლის გადახდის ვალდებულება საქართველოს 2013 წლიდან აქვს.
"60 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს მომავალ წელს. არის სხვა ვალებიც. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მომავალში, რომ ძვირი ვალები არ ავიღოთ და თუ ავიღებთ, ეს მოვახმაროთ ეკონომიკის განვითარებას და არა ფასადურ ცვლილებებს", - აღნიშნა ხადურმა.
მინისტრობის ახალი კანდიდატი ფინანსთა სამინისტროში არსებული ვითარების გასაცნობად უწყებაში მისვლას დღეს გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები