პოლიტიკა
სახალხო დამცველმა მირზა გოჩუაძის საქმის შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველმა ქუთაისში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო.  საქართველოს სახალხო დამცველი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია,  საგამოძიებო ორგანოებმა შემთხვევის სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება უზრუნველყონ.  "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მონიტორინგის პროცესში. ამასთან, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საზოგადოებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიაწოდებს. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას, რაც ქვეყანაში თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.  მათივე ინფორმაციით, 3 ოქტომბერს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე პოლიციასა და მირზა გოჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევას გოჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო. შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი დააკავებულია. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.