პოლიტიკა
კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურამ მაია ნიკოლაიშვილის ინიციატივა მიიღო
როგორც მაია ნიკოლაიშვილმა და ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადეს, გამოძიების მასალების გასაჯაროების უფლება არ გააჩნიათ. რაც შეეხება მაია ნიკოლაიშვილის შეთავაზებას გამოძიების პროცესში ექსპერიმენტის ჩატარებასთან დაკავშრები, ექსპერტმა დაადასტურა, რომ მისი ინიციატივა, პროკურატურამ მიიღო. "ეს ექსპერიმენტი, მე, როგორც სასამართლო მედიკოსს, მომცემს პასუხს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. ოღონდ მომცემს პასუხს, როგორც სასამართლო მედიკოსს, გამოძიების საქმეა მიიღებს თუ არა აღნიშნულ დასკვნას გამოძიების მასალებში. არ არის გამორიცხული, ამ პასუხმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გააგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ადვოკატებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად საგამოძიებო მასალების გაცნობას. ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფარეხში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.