საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, მიმდინარე ზამთარში მოსახლეობა ტარიფებთან დაკავშირებით სოლიდურ შეღავათებს მიიღებს.
"საკმაოდ სერიოზული მუშაობა გველის, ძალიან ბევრი ცვლილებაა ჩასატარებელი, მათ შორის როგორც სტრუქტურული, ისე საკანონმდებლო ცვილებები. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება ბიუჯეტს და საგადასახადო სფეროს. რაც შეეხება ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის ტარიფებს, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, შესაბამის სამსახურებთან ერთად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიმდინარე წლის ზამთარში მოსახლეობა სოლიდურ შეღავათიან მიიღებს", - განაცხადა ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები